პროექტის შესახებ „ხრუშოვკების“ ჩანაცვლება ხშირად დასმული კითხვები
01/06

„ხრუშოვკების“ ჩანაცვლება

შავიშვილის ქუჩის საცხოვრებელი კომპლექსი შეიძლება გახდეს ქალაქის განაშენიანების ერთ-ერთი ძირითადი პრობლემის ე.წ. ხრუშოვკების ტიპის საცხოვრებელი შენობების ჩანაცვლების პროცესი.

კომპანია "m² უძრავი ქონება" მზად არის დაიწყოს „ხრუშოვკების“ ჩანაცვლება და ეტაპობრივად, რამდენიმე წლის განმავლობაში უზრუნველყოს შავიშვილის ქუჩის მიმდებარედ, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების ტერიტორიის განაშენიანება თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსებითა და შენობებით.

პირველ ეტაპზე, შავიშვილის ქ. #2-ის განაშენიანების შემდეგ, მოხდება მინიმუმ 70 ოჯახის (ერთი ე.წ. „ხრუშოვკის“ დაცლა) გადასვლა ახალ კორპუსებში. გამოთავისუფლებული შენობა დაინგრევა და მის ადგილას აშენდება ახალი კორპუსი, სადაც სურვილის შემთხვევაში გადმოვლენ მომდევნო ე.წ. ხრუშოვკის მაცხოვრებლები და ა.შ. ჯაჭვური რეაქციით.