პროექტის შესახებ „ხრუშოვკების“ ჩანაცვლება ხშირად დასმული კითხვები

პროექტის შესახებ

კომპანია "m² უძრავი ქონების" საცხოვრებელი კომპლექსი შავიშვილის ქუჩაზე განაშენიანების უნიკალურ პროექტს წარმოადგენს, რომელიც თანამედროვე მიკროუბნის კონცეფციის საფუძველზე არის შექმნილი განკუთვნილია საქმიანი და აქტიური ადამიანებისთვის. მისი მშენებლობა უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსსა და ქავთარაძის ქუჩას შორის არსებულ ტერიტორიაზე იგეგმება.

პროექტი განთავსებულია ზღვის დონიდან მდებარეობს 520-დან 540-მეტრამდე სიმაღლეზე 19614 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, სადაც დაპროექტებულია ოთხი 11-12 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. კომპლექსი მთლიანობაში გათვლილია 399 ოჯახზე.

ტერიტორია, რომელზეც განთავსდება საცხოვრებელი კომპლექსი არის "m² უძრავი ქონების" საკუთრება. კომპანია მშენებლობას განახორციელებს მხოლოდ მშენებლობის ნებართვის აღების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა წესისა და პროცედურის დაცვით.