პროექტის შესახებ „ხრუშოვკების“ ჩანაცვლება ხშირად დასმული კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

რა სტატუსი აქვს პროექტს?

მერიაში წარდგენილია განახლებული განაშენიანების რეგულირების გეგმის გაუმჯობესებული პროექტი.

არის თუ არა ეს ნაკვეთი სარეკრიაციო ზონა?

არა, ეს ტერიტორია არ არის სარეკრეაციო ზონა, ვინაიდან 2015 წლის კორექტირებული განაშენიანების რეგულირების გეგმით დადგინდა ახალი უფლებრივი ზონირება, რომელმაც იურიდიულად გადაფარა 2009 წელს დადგენილი ფუნქციური ზონები ამ ტერიტორიისთვის, რასაც ადასტურებს ქვემოთ მოცემული ქრონოლოგიური ფაქტები:

ამრიგად, სარეკრეაციო ზონის სტატუსი შეცვლილია 2015 წელს კორექტირებული განაშენიანების რეგულირების  გეგმით (თუმცა, იგი ტექნიკურად არაა ასახული თბილისის გენერალური გეგმის ინტერაქციულ რუკაზე). ეს კი ნიშნავს იმას, რომ m²-ის მოთხოვნა განახორციელოს თავის საკუთრებაში არსებული მიწების სამშენებლო განვითარება, 2015 წლის უფლებრივი ზონირების რუკიდან გამომდინარე, სრულ თანხვედრაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.

მოიჭრება თუ არა ტერიტორიაზე ხეები?

არცერთი ჯანსაღი ხის მოჭრა ტერიტორიაზე არ იგეგმება. გადაირგვება იმავე ტერიტორიაზე: 79 ძირი 16 სმ-მდე დიამეტრის ხეები, 25 ძირი – 16 სმ დიამეტრის ზემოთ (აქედან 7 წიწვოვანი). მოიჭრება მხოლოდ ხმელი და ზე-ხმელი ხეები და კენკროვანი ბუჩქები. ტერიტორიაზე დაირგვება ახალი 199 ხე (3-3.5 მეტრი) და 510 ბუჩქი (0.8 -1 მ). დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ დენდროლოგიური კვლევის მონაცემებში.

გამოიწვევს თუ არა მშენებლობა სატრანსპორტო კოლაფსს?

ჩატარდა საგზაო-სატრანსპორტო კვლევა, რომლის საფუძველზე დადგინდა, რომ საცხოვრებელი კომპლექსის აშენება ვერ მოახდენს ნეგატიურ გავლენას სატრანსპორტო ნაკადებზე როგორც მიკრო-უბნის, ასევე ვაკე-საბურთალოს რაიონის მასშტაბით.

რა გავლენას მოახდენს მშენებლობის პროცესი მიმდებარე კორპუსზე?

დაპროექტებული შენობები განლაგდება კლდოვან ქანებზე, შესაბამისად მათ არანაირი გავლენა არ ექნებათ  მიმდებარე შენობებზე. საჭიროების შემთხვევაში მშენებლობის პროცესში განხორციელდება დამატებითი მონიტორინგი.

დაიჩრდილება თუ არა ტერიტორიის წინ არსებული შენობები?

არა, რადგანაც მანძილი არსებულ „ხრუშოვკების“და საპროექტო შენობებს შორის მერყეობს 20 მ-დან 37- მეტრამდე. აღნიშნული დაშორება და საპროექტო შენობის სიმაღლე ისე არის გათვლილი, რომ არ შეიზღუდოს მიმდებარე შენობებისთვის ნორმატიულად დასაშვები მინიმალური მზის სხივების ინტენსივობა დღის განმავლობაში. წელიწადის უმეტესი თვეების განმავლობაში საპროექტო შენობები არ ეფარება მომიჯნავე შენობებისკენ მიმართულ მზის სხივებს.

ამ ტერიტორიაზე გერმანელი და უნგრელი ტყვეების სასაფლაო იყო და თუ მშენებლობას დაიწყებთ, რას უპირებთ გარდაცვლილების ნეშტებს?

ეს ინფორმაცია ჩვენც გვაქვს და ვაპირებთ, რომ გერმანიის და უნგრეთის საელჩოებთან კოორდინაციით ეს საკითხი მეცნიერულად შევისწავლოთ და მიღებული მონაცემების საფუძველზე, შესაბამის უწყებებთან ერთად, მოვიქცევით კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.